„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს გარე ძალებმა, რათა ის განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ ამ პოზიციის დაცვა და შემდგომი არჩევანის გაკეთება.“
ასე აფასებს რუსეთის დუმის დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე არტემ ტუროვი “ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებასა და მასზე პაპუაშვილის მიერ, საბოლოო ხელმოწერას.