ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე ნიკა მელიას გამარჯვებას ულოცავს. პარტიის მხარდამჭერებმა მელია თავმჯდომარედ აირჩიეს.
“ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება”, – წერს ვარშალომიძე.
დღეს ფეისბუქმომხმარებლებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. გამოკითხვაში მელიამ 13 493 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 7 228. მელია თავმჯდომარედ ოფიციალურად პარტიის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს.
20 დეკემბერს ენმ-ს პოლიტსაბჭომ თავმჯდომარეობის კანდიდატებმად ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია დაასახელა. პარტიამ განაცხადა, რომ თავმჯდომარის შერჩევის ახალ მოდელს ნერგავდა. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველა იმ პირს, რომელსააც კენჭისყრის დაწყების მომენტისათვის ენმ-ის ოფიციალური ფეისბუქგვერდი მოწონებული ან/და გამოწერილი ჰქონდა.