საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება მეზობელ ქვეყნებს მიულოცა და ომში ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა.
“ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობა ყველა ფასილიტატორს. ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა ოჯახებს.
მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
A new era starts in the Caucasus. I congratulate our friends Armenia and Azerbaijan for ending a tragic war and thank all the facilitators. My sympathy to the families of the victims.
Peace and stability have no alternative! We launch together a #newchapter of cooperation ??????
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 10, 2020
10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება სომხეთის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებად შეაფასა.
რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო.