გიორგი რურუა კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილ წერილს ეხმიანება და “ქართულ ოცნებას” ურჩევს, წერილები გიორგი გაბუნიას დასაცავად გააგზავნონ.
მისი თქმით, წერიში გამოგონილი და აბსურდული ბრალდებები წერია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.
“მინდა გამოვეხმაურო სრულიად ამაზრზენ წერილს, რომელიც ევროპარლამენტში იყო გაგზავნილი ბატონი კუჭავას მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას ,რომ ამ წერილით უნდოდათ რაღაცნაირად გადაფარონ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს და რაც სრულიად აბსურდულია. მე ვურჩევდი “ოცნებას” , რომ ჯობია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბრალდებები, რაზეც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ნებისმიერ ბრალდებას გავცე პასუხი.
ის ტყუილები, რაც წერილში იყო მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ, ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რომ დაგიჭერენო. ელენე ხოშტარიასთანაც მქონდა ლაპარაკი… ვგრძნობდი ყოველდღე და ჩემი მეგობრები მაფრთხილებდნენ- ფრთხილად იყავი დაგიჭერენო”, – განაცხადა გიორგი რურუამ.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტარებს გიორგი რურუას შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ რურუა 90–იან წლებში დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ის კრიმინალია.