“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
“კიდევს ერთი უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ესაა სულისშემძვრელი შემთხვევა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. გადარჩენილ მოქალაქეებს კი სწრაფ გამოჯანმრთლებას ვუსურვებთ”, – აცხადებენ ენმ-ში.