ვუყურებ სააკაშვილის აგონიას და მას კი არა, ჩვენ თავებს ვხედავ: როგორები ვართ ამის მერე?საკუთარი თავი იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, თუ რა განცდა ჩნდება ჩვენში ამ შიშველი ტრაგედიის მოწმედ ყოფნისას.ადამიანის ბუნებრივი რეაქცია წესით ასეთი უნდა იყოს: შოკი, სიბრალული, სასოწარკვეთილება და თანაგრძნობა…
არა-ადამიანის: სადისტური ტკბობა შურისძიებით, დაცინვის სურვილი, კმაყოფილება და გულგრილობა…
სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობით ან მისი სიძულვილით სინამდვილეში ჩვენ თავებზე ვიგებთ, ვინ ვართ! მასზე კი არა, ჩვენზე ვლაპარაკობთ!
და თუკი ვინმე ამბობს, რომ მისი წამება და ამით ტკბობა გამართლებულია, რაკი იყო მოლაშვილის (ან სხვათა) ტრაგედია მისი მმართველობის დროს, ესე იგი, ისევ და ისევ არა-ადამიანთან გვაქვს საქმე, რადგან ადამიანი არ არჩევს უბედურებას – ან გაქვს გული და გრძნობები, ან არ გაქვს… პოლიტიკური პირობების მიუხედავად. სადღაა პოლიტიკა?! ჩვენ სად ვართ? ჩვენ როგორები ვართ?
ლაშა ბუღაძე. მწერალი