ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს – განაცხადა, უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
“კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე. ჩვენი დიპლომატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დღესაც და მომავალშიც იქნებიან იქ, სადაც მუდმივად იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა ჩვენი ერთიანობისთვის. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს ძმობას”. – თქვა ზალკალიანმა.