ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო სწავლების შერეულ მოდელზე ფიქრობს. მისი თქმით, ეს მოდელი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ისე საკლასო სწავლებას.
მისივე თქმით, შესაბამისი რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, იქ სადაც შესაძლებელია ონლაინ სწავლება, ეს მეთოდის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასებისთვის.