“ვფიქრობ, ვაშინგტონში მოხდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის რეალური შეფასება” – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩემი აზრით, მათი ბევრი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ნაციონალური მოძრაობის პროვოცირება რაიმე სახის ქმედებისკენ, რომლის შეჩერებაც ძალისმიერი მეთოდებით მოხდება. დასავლეთი უაღრესად შეშფოთებულია შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ზოგადი ტრაექტორიის გამო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ნაბიჯები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომ მათ სურთ ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდეს.
ვფიქრობ, ვაშინგტონში მოხდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის რეალური შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აგრესიის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის კუთხით მხარდაჭერა, გაჩნდება კითხვები მთავრობის მხარდაჭერის პირობითობაზე.”- განაცხადა იან კელიმ.