“მე ვფიქრობ, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა წავიდეს რუსთავის არჩევნებზე, მთელმა ოპოზიციამ უნდა დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს. მიუხედავად იმისა, ის მოწონს თუ არა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვიცით, გახარიას პარტიასა და ლელოს შორის რამხელა პრობლემებია, მე ამ პარტიის ადგილზეც კი, წმინდა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დავუჭერდი ბადრი ჯაფარიძის კანდადატურას მხარს. არა ბადრი ჯაფარიძეს, არამედ იმას, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მეტად იყოს დაბალანსებული ამა თუ იმ რეგიონში”
ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბადრი ჯაფარიძეზე, რომელიც მანდატის შეწყვეტის შემდეგ, შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.