”ის ტკივილი, რასაც ქართველები განიცდიან არ არის 2008 წლის ტკივილი, ეს ბევრად მეტ წელს ითვლის. ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა საქართველოსთვის, იმისთვის, რომ 20%-ზე კონტროლი დაიბრუნოს, გახლავთ უკრაინისთვის დახმარების ხელის გამოწვდენა და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ უკრაინიდან და დაბრუნდნენ რუსეთში. უკრაინის გათავისუფლება მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, რომ მოიპოვოს კონტროლი თავისივე ტერიტორიაზე. არავის სურს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს, არავის სურს, რომ 24 თებერვალს დაწყებული ომი კიდევ უფრო გაფართოვდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია დასუსტდეს რუსეთი, გაიმარჯვოს უკრაინამ და შესაბამისად, საქართველოს დაეხმარება, რომ მოიპოვოს კონტროლი იმ დაკარგულ 20%-ზე. […] საქართველოს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი თავადვე შეარჩიოს. ქართველები და საქართველოს მთავრობა ვალდებულია დადგეს უკრაინის მხარდამხარ, ქართველი ხალხი ასე იქცეოდა, საქართველოს მთავრობა – არა. შესაბამისად ისიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას გამარჯვებაში. ეს იქნება სარგებელი არამხოლოდ რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, არამედ თვით საქართველოსთვისაც”.

განაცხადა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა.