ერთიანი სია შესაძლოა თეორიულად კარგად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან განსხვავებური ოპოზიციური ამომრჩევლისთვის დატოვო მხოლოდ ერთი არჩევანი, მე ვშიშობ, რომ ეს დაასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს. აქვე ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს გამსხვილებები და შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, რათა არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმა. რა სურს ნაციონალურ მოძრაობას, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დათო კეზერაშვილს და ა.შ. ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება. ოპოზიციური პარტიების ნაწილს, ვინც დაეთანხმება, საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ითანამშრომლებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვანაირი კონფიგურაციით უნდა წავიდეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სრული კონსენსუსია, რომ ოპოზიციური ხმები არ უნდა დაიკარგოს.