ვცხოვრობთ ტუბერკულოზით დაავადებულთა გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც – თენგიზ ცერცვაძე

ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ტუბერკულოზით ავადმყოფების გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

“მთლიანად ვერ გავაქრობთ. კორონავირუსი ჯერ არ აპირებს სადმე წასვლას. ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ეს ტალღა შევარბილოთ და შემდეგ ვისწავლოთ თანაცხოვრება ამ კოვიდთან. კოჰაბიტაცია ვირუსითან – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, მაგრამ კარგა ხანს შევინარჩუნებთ სიფრთხილეს. იგულისხმება ნიღბები, სოციალური დისტანცია… შეგუებული ვიქნებით იმაზე, რომ ჩვენს ირგვლივ გახდებიან ადამიანები კოვიდით ავად და თითოეული ეს შემთხვევა არ გახდება სამსახურის კარანტინში გადაყვანის მიზეზი”,-აღნიშნა ცერცვაძემ.