”ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ.”

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონზე საუბრისას.