“ვწერ ამ ვიდეოს ჩემი სახლიდან, იმ დროს, როცა პოსტვ ამტკიცებს, რომ დიმიტრი ჩიქოვანის ბინაში ვარ და ვერ გამოვდივარ“–თათია სამხარაძის ვიდეომიმართვა

ჟურნალისტი თათია სამხარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ის საკუთარ სახლშია და ტყუილია პსტვ–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის დიმიტრი ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და დალურჯებები აქვს. თათია სამხარაძემ ეს ვიდეო იმ დროს გაავრცელა, როცა პოსტვ–ს ეთერში გადიოდა შალვა რამიშვილის გადაცემა, რომლის მონაწილეები თათია სამხარაძეს თავს ესხმოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის დიმიტრი ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის:
“გაავრცელეთ!!!
ამათ უნამუსობას არ აქვს საზღვარი!
პოსტივი ლაივში ახალა მსჯელობს, რატომ არ გამოვდივარ დიმა ჩიქოვანის სახლიდან, მათი ვერსიაა რომ მაქვს დალურჯებები!
მინდოდა პირდაპირ სასამართლოში წამეღო ყველა მასალა, მაგრამ ყელში მაქვს უკვე ეს ბინძური კამპანია!!
პ.ს. ბოდიში აღელვებული ვარ საშინლად!
მივმართავ აქვე საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgiaს, იქნებ დაინტერესდეს რა ტერორის ქვეშ მიწევს ცხოვრება და როგორ მანადგურებს სახელმწიფო, პოსტივის საშუალებით!“– წერს თათია სამხარაძე.