“მიშას თურმე დღემდე ჰგონია, რომ 2007 წლის შემოდგომის მასშტაბურ აქციებს პუტინის დაგეგმილად, პატარკაციშვილის მოწყობილად თუ გამოაცხადებს კვლავ, ამით გამოძვრება. ეს არც წესიერი და არც ჭკვიანური არ არის. მეტს ჯერ არ ვიტყვი. ვწუხვარ, რომ მიშამ კლასი დაკარგა”
წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე დღეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 2007 წლის ნოემბრის გამოსვლებს პატარკაციშვილი აფინანსებდა, მისი ფული კი რუსული ფული იყო. მისი განცხადებით, პატარკაციშვილის ეფ ეს ბე-ს 3 აგენტი შეხვდა, რის შემდეგაც “პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო”.