ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წუხს, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე გადადგა.
“სამწუხაროა, რომ ნატა საბანაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. 8 წლის განმავლობაში ბრიუსელში შენ ბევრი რამ გააკეთე საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებისთვის. უკეთ სხვამ არავინ იცის, როგორი რთული იყო ამოცანა, მაგრამ შენი ენთუზიაზმითა და საქმის ერთგულებით მოხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და ვიზალიბერალიზაცია. განაგრძე დიდი საქმეების კეთება”,– წერს ფოტიგა Twitter–ზე.
Sad to heart that @natasabanadze decided to submit resignation. During 8 years in Brussels you accomplished a lot to bring ?? &??closer. No one knows better how difficult task it was, but with your passion & dedication #DCFTA, #visaliberalization happened. Keep doing great things pic.twitter.com/F1eBii6XRc
— Anna Fotyga – Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) March 25, 2021
ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე 21 მარტს გადადგა. მან მოგვიანებით ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან თქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა. მანვე აღნიშნა: “ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, თქმა საკმარისი არაა, უნდა იყო.”