”ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი, არა ერთხელ, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შენახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, ყველა ფორმა და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობრობის ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი”
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.