“დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია და საეკლესიო ტრადიციული ტიპიკონით აღესრულება ერესიარქების (მწვალებლობათა მოთავეების) ანათემირება, შეჩვენება, დაწყევლა. საბჭოთა პერიოდადან მოყოლებული ეს წესი აღარ სრულდება ქართულ ეკლესიაში, რაც არამართლმართლმადიდებლურია და საეკლესიო ტიპიკონის დარღვევაა.

ვწყევლი და შევაჩვენებ ყველა ძველ ერსიარქს და მათთან ერთად შევაჩვენებ და ვწყევლი ახალ ერესიარქებს კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს, კაენის ცოდვის გამამართლებელ რუსოფილებს, სახარების უარყოფის, ქრისტეანობის გაყალბების, ეკლესიის გახრწნის, რელიგიის პოლიტიკურ იარაღად ქცევისათვის! ახალმოწამე უკრაინელ მართალ მამათა, დედათა, ბავშვთა სისხლი იყოს თქვენზე და ყველა თქვენს მიმდევარზე!!!”

წერა დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს მეუფე სპირიდონმა ვოლოდიმერ ზელენსკის “გეი აქტივისტი” უწოდა.