“როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მომავალი არ დავნებდებით და ჩვენ მოწოდებული ვართ. რომ დავიცავთ და განვავითაროთ მოლაპარაკებები, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს.  ამიტომ მე დაგეთანხმებით, რომ საქართველო დღეს იმყოფება გზაჯვარედინზე. ერთის მხრივ, ეს არის ევროპული მომავალი, ხოლო მეორე მხრივ ეს არის რუსული იმპერიალისტური წარსული. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა, სამოქალაქო საზოგადოება ნათლად აცხადებს იმ მისწრაფებას თუ სად ხედავენ მათ მომავალს. ეს არის მშვიდობიანი, განვითარებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპული მომავალი. ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა და კვლავ თვითგამორკვევა. როგორც მახსოვს, უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: არასოდეს დანებდეთ, არასოდეს დანებდეთ, არასოდეს დანებდეთ.

მაგრამ ვხედავთ დღესდღეობით ძალადობას, ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს. არაფერი საერთო ამას არ აქვს ევროპასთან. ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები.

და ბოლოს, ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ ჩვენ, ეს არის სწორედ ამ ძალადობის გამოხატულება. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი და სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, ის არ აყვება პროვოკაციებს, იგი არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ ის არ დანებდება, ის ბოლომდე მივა და მივება ევროპული გზას თავისუფალ არჩევნებამდე”

განაცხადა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.