“პირველ რიგში, ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსული რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას. ოლიგარქების კერძო თვითმფრინავების ჩათვლით.
მეორე, ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები, პუტინის ომის გასამართლებლად ტყუილების გავრცელებას ვეღარ შეძლებენ. ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში.
მესამე, ჩვენ ამ ომში სხვა აგრესორს, ლუკაშენკოს რეჟიმს, სანქციების ახალი პაკეტით დავუწესებთ, რაც მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დაარტყამს.
ყველა ეს ზომა წარმოდგენილი იქნება გუშინ წარმოდგენილი ძლიერი პაკეტის ფარგლებში, შეთანხმებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
დაბოლოს, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა აეკრძალოს რუს ოლიგარქებს თავიანთი ფინანსური აქტივების გამოყენება ჩვენს ბაზრებზე. პუტინი უკრაინის განადგურების გზას დაადგა. მაგრამ ის, რასაც ის ასევე აკეთებს, ფაქტობრივად, ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს”
წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე.