ენმ-ის ერთ-ერთ წევრს, ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს. უდუმაშვილმა დეპუტატის მანდატის შესაწყვეტად პარლამენტს თავად მიმართა.
ენმ-ს სია ჩახსნილი აქვს და უდუმაშვილის ნაცვლად სხვა წევრს პარლამენტში ვერ შეიყვანს. შესაბამისად, პარტიას 1 დეპუტატით ნაკლები ეყოლება.
29 მაისს ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და მედიაში ბრუნდება.