The Times of Israel-ი წერს, რომ დღეს, 24 ნოემბრის დილის 7 საათზე ზავის ამოქმედებიდან 15 წუთში ღაზის სექტორიდან ჭურვი ისროლეს და რითიც შეთანხმების პირობები დაარღვიეს.
ღაზის სექტორის საზღვართან, ჰუმანიტარული პაუზის აღებიდან რამდენიმე წუთში კისუფიმის და ეინ ჰაშლოშას ქალაქებთან ახლოს სირენის ხმები ისმოდა.
ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები კატარის შუამდგომლობით შეთანხმდნენ, რომ ჰამასი გაათავისუფლებს 50 ტყვეს, 30 ბავშვსა და 20 ქალს, ხოლო ისრაელი ამის სანაცვლოდ ციხიდან გამოშვებს 150 პალესტინელ პატიმარს, რომელთა უმრავლესობა თინეიჯერია.