საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ადაუდასტურებს.
“წუხელ ვესაუბრე ზაზას ადვოკატს და როგორც მითხრა ზაზას სურვილი არისო, რომ არ გაასაჩივროს გადაწყვეტილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ზაზას სურვილს და მის გადაწყვეტილებაზე წინ არაფერს დავაყენებთ”, – ამბობს ირმა ბუთხუზი.