ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ

ოკუპანტების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით, სხვილოს ციხესთან აქცია მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ისინი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ქაცარავა აცხადებს, დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს. მათი თქმით, ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით, ზეწოლა უნდა მოახდინოს ოკუპანტ ქვეყანაზე, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად გათავისუფლება.

აქციაზე იმყოფება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემას ერთობლივად უნდა იზიარებდეს სახელმწიფო და საზოგადოება.