ზალკალიანის ციტატა, ბლინკენის მიერ გამოქვეყნებულ უკრაინის მხარდამჭერ ვიდეოში

აშშ-ს  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე უკრაინის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს,  სადაც, რამდენიმე  მოკავშირე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ციტატაა მოყვანილი:

“აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა” – ამბობს ზალკალიანი.

“ჩვენი ხმა დღითი-დღე იზრდება. ჩვენ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისკენ და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოვუწოდებთ. მე იმ ლიდერების გვერდში ვარ, ვინც უკრაინასთან ერთად დგას” – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ვიდეოს შესავალ ნაწილში.