“ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ” – წერს Facebook-ზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
”ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!”- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.
მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
დაკავებულია 4 ადამიანი.