ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობა და სადგურის შესასვლელი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. პერსონალი აგრძელებს მუშაობას ელექტროსადგურებზე, რაც უზრუნველყოფს ბირთვული ობიექტების სტაბილურ მუშაობას. რადიაციული ფონი ნორმაშია,“- აცხადებენ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაში.