რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. როგორც კი რაღაც ფსევდოლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, ეს კომპანიების აქციებზეც აისახა […]
მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ. იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები ვინც არიან: გიჟი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარია და ასევე, დანარჩენი ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ, რადიკალიზმი და აქციები საქართველოს აზარალებს.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა.