ზარქუა: გააბითურეს მელია, მესმის მისი, ადამიანურად ვგულშემატკივრობ

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ნიკა მელია “გააბითურეს” და ის “სააკაშვილის ხაფანგშია გამომწვდეული”

“ახლა მელია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მისმა ბელადმა თქვა, რომ როგორც კი ამნისტია იქნებოდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი უნდა მოაწეროს, რა გამოვიდა? – გააბითურეს ეს მელია და მესმის მისი, ადამიანურად ვგულშემატკივრობ. ახლა ამნისტიით გამოვა თუ გირაოთი, გამოდის, რომ მისმა გუნდმა გაწირა. არავინ აპირებს მელიას დასცინოს, არც მის „ბულინგს“ აპირებს ვინმე,”- განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება მის ხელშია.

“ხვალაც შეუძლია თვითონ გადაიხადოს, თუ არ უნდა ევროკავშირი შეაწუხოს, ან ევროკავშირის შემოთავაზებას დათანხმდეს და გამობრძანდეს. მეორე ეტაპია – ან დათანხმდეს ამნისტიას, ან არ დათანხმდეს და სასამართლოში იდაოს. ჩვენ დადებულ პირობას ღირსეულად ვასრულებთ. ამ შეთანხმების მორიგი ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, პარალელურად რურუა გათავისუფლდა. გეგმაზომიერად მივყვებით შეთანხმებულ პირობას”,– აღნიშნა ზარქუამ.