საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ზაფხულში აპირებდა თანამდებობის დატოვებას.
“მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და აღარ საჭიროებს დამატებით კომენტირებას”,– თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატა საბანაძე 21 მარტს გადადგა. მან მოგვიანებით ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან თქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან უთანხმოებები ჰქონდა. მანვე აღნიშნა: “ჩვენი ლიდერები ამბობენ, რომ პროევროპულები არიან, თქმა საკმარისი არაა, უნდა იყო.”