რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი რეაგირებას მოახდენს, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე ზახაროვამ უპასუხა:
”მოკლედ რომ ვუპასუხოთ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პასუხი ტრადიციულია, ნატო-ს საქმიანობას შავ ზღვაში, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ“.- აცხადებს ზახაროვა.
მან ასევე, განაცხადა, რომ რუსეთს სურს დიალოგი და თითქოს რუსული მხარე უარს ამბობს დიალოგზე, არის ტყუილი.
“ყველა განცხადება, რომელსაც იენს სტოლტენბერგი ავრცელებს, თითქოს, რუსული მხარე მოლაპარაკებაზე უარს ამბობს, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი იტყუებიან.”- აცხადებს ზახაროვა.