“ჩვენ განმეორებით ვუთმობდით ყურადღებას ამ ბლოკის (NATO) მტრულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მის მცდელობებს, დასაყრდენი მოიპოვოს ახალ რეგიონებში, ვგულისხმობ მათ შორის სამხრეთ კავკასიას. ალიანსის არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ ძალზედ აგრესიული გეგმების გათვალისწინებით, თავისი შეხედულებებისა და სტანდარტების დაწესება სხვების უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე, მხოლოდ დესტრუქციული შეიძლება იყოს.  სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით NATO-ს ძალების განლაგებას. სხვათა შორის, ჩვენ პოზიციას მხარს უჭერენ რეგიონის პოლიტიკური და საჯარო წრეები, რომლებიც ნამდვილი პატრიოტები არიან და არ არიან ჩართულები პროვოკაციულ და დემაგოგიურ პატრიოტიზმში, არამედ ეყრდნობიან ხალხის ინტერესებს”

აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.