რაღაცნაირად ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა, თუ რას იტყვის კონსილიუმი, არ მიმაჩნია მართებულად იმიტომ, რომ კონსილიუმი, თავის მხრივ, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. [კონსილიუმი] არსებობს იმისთვის, რომ კითხულობენ, რა პრეპარატებს იღებს, როგორი პროტოკოლია, როგორ ხდება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ ყველაფერს ეს ადამიანები კითხულობენ და აფასებენ. არ მინდა საზოგადოებას ეგონოს, რომ ეს ადამიანები სპეციალური საშუალებებით აღჭურვილები შედიან, ან სამედიცინო ინვენტარით და იქ ხდება ყველაფრის შესწავლა. ასეთ რაიმეს ადგილი არ აქვს. იწერება დასკვნა დოკუმენტების საფუძველზე, ამ ადამიანის ვიზუალური დათვალიერებით და გამოკითხვით
განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.