უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს ზუმის საშუალებით ესაუბრა. როგორც ამერიკული მედიის წყაროები ამბობენ, მან მოუწოდა სენატორებს უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, უკრაინაში სამხედრო იარაღის მიწოდების გაზრდისენ, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვისა და რუსეთის Visa და Mastercard–ის სისტემებიდან გათიშვისკენ.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა შაკ შუმერმა თქვა, რომ ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის რუსული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა თხოვა. შუმერმი მას ამ თხოვნის შესრულებაში დახმარებას დაპირდა.