უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა, რომ ყირიმის პლატფორმა სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების საწყისი გახდეს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა რეგიონების დეოკუპაციას, მათ შორის, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე.
”ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, იმისთვის, რომ განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთის და სხვა ადგილების. […] ყირიმის რეინტეგრაცია არ იქნება ადვილი ამდენი წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ თანამშრომლობის წყალობით, ამის უზრუნველყოფასაც მოვახერხებთ. სიტუაციას მთლიანად შევცვლით. ვინაიდან რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილას – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.