უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საკადრო ცვლილებები ქვეყნის ხელმძღვანელობაში და ყველას, ვინც არ დააკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
„ახლა არის გარკვეული საკადრო სიმშვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადაწყვეტილებები მიიღება. სისტემაში ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში“, – თქვა მან საღამოს მიმართვაში.
ზელენსკიმ უკრაინაში ახალი რეფორმების მომზადებაზეც ისაუბრა.
„რეფორმები, რომლებიც შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას მრავალი ასპექტით – მათ უფრო ჰუმანურს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.