ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი რომ საქართველოს პარლამენტს სიტყვით მიმართოს – დეკანოიძე

ენმ-ის დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს პარლამენტს სიტყვით მიმართოს. ამის შესახებ დეკანოიძემ “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუამარში” განაცხადა.

“მე მქონდა ზელენსკის ადმინისტრაციასთან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან” – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს 17 მარტს, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარტია “ლელოს” ინიციატივა პარლამენტში გააჟღერა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მოიწვიოს სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად.