უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ Washington Post–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ არ აწარმოა ომის წინ უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის გაფრთხილების კამპანია რუსეთის შეჭრის შესახებ, იმ დროს, როცა აშშ აქტიურად ცდილობდა დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ ომის რისკი რეალური იყო.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრიდან უკრიანის ეკონომიკა თვეში 5–7 მილიარდ დოლარს კარგავს.
“ჩვენ რომ ამის შესახებ გაგვეცხადებინა, როგორც ეს ზოგიერთ ადამიანს უნდოდა, ვისაც არ დავასახელებ, მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული თვეში 7 მილიარდ დოლარს დავკარგავდით. იმ მომენტისთვის კი, როცა რუსები მართლაც დაგვესხნენ თავს, ისინი მარტივად დაგვიპყრობდნენ, სამ დღეში. არ გეტყვით, ეს ვინ მოიგონა, მაგრამ მთლიანობაში ჩვენმა ალღომ გაამართლა – ჩვენ რომ ქაოსი დაგვეთესა ადამიანებში რუსების შემოჭრამდე, რუსები უბრალოდ შეგვჭამდნენ, იმიტომ რომ ქაოსის დროს ადამიანები ქვეყნიდან უბრალოდ გარბიან.“–თქვა ზელენსკიმ.