უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა.
ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა.