უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინელი სპორტსმენები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დროს განადგურებულ სპორტდარბაზებში ვარჯიშობენ.ამგვარად მან კიდევ ერთხელ გამოხატა პოზიცია ოლიმპიურ შეჯიბრებებში რუსების და ბელორუსებში დაშვების წინააღმდეგ.
“ოლიმპიური პრინციპები და ომი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. რუსეთმა უნდა შეაჩეროს აგრესია და ტერორი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ოლიმპიურ მოძრაობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი”, – წერს ზელენსკი.
მანამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ბევრი მხარს უჭერს რუსი და ბელორუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნების იდეას.
„ჩვენ ვიცით უკრაინის თვალსაზრისი, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს იზოლაცია, არამედ ყველა რუსეთის სრული იზოლაცია სურს“, – განაცხადა ბახმა. მან დასძინა, რომ უკრაინელ სპორტსმენებთან სოლიდარობა შენარჩუნებულია, მაგრამ ცალკეული სპორტსმენები არ უნდა იყვნენ დისკრიმინირებული, მაშინაც კი, თუ ქვეყნები კონფლიქტში არიან, წერს Spiegel.
ბახმა ივარაუდა, , რომ რუსეთისა და ბელორუსიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს უკრაინის ომს, შეძლებენ 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა ნეიტრალური დროშებით.
„არ შეიძლება არ იყო იმედგაცრუებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებებით. მე მას არაერთხელ ვესაუბრე და არასდროს მსმენია, როგორ აპირებს სპორტის დაცვას ომის პროპაგანდისგან, თუ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს. “ – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში წინა დღეს.