ზელენსკიმ სოლიდარობის გამოცხადებისთვის ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერის გამოცხადების გამო.

“მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ სანდო პარტნიორებთან ერთად. “ასოცირებული ტრიოს” მეგობრული ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი შეუცვლელია. ჩვენ ვემზადებით ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელთანაც “გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის  და ევროპული ინტეგრაციის გზა”.