უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 26 მარტიდან უკრაინაში საომარ მდგომარეობას 30 დღით აგრძელებს. ამის შესახებ უზენაესი რადა იტყობინება.
საუბარია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“.
„ამ კანონით უკრაინაში ომის პერიოდი 2022 წლის 26 მარტს 05:30 საათიდან 30 დღით გაახანგრძლივდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.