პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს. ამის შესახებ უკრაინის მედიაცენტრის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ახლა მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხებია მოსაგვარებელი, თუმცა შეხვედრის თარიღის დასახელება ჯერჯერობით არ შეუძლია.
“ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დოკუმენტების პაკეტი და წინადადებები რუსული მხარისთვის. ისინი ამბობენ, რომ პრინციპში, შეგვიძლია დავიწყოთ მზადება პრეზიდენტების შეხვედრისთვის. როდის მოხდება ეს – ეს ლოგისტიკური საკითხია”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებებში საკვანძო დოკუმენტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებაა, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.