ზელენსკის არასდროს გამოუთქვამს სურვილი საქართველოს პარლამენტს ჩართვოდა – პაპუაშვილი

“მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“

აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი რითიც, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან  “პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა : ”ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში”.