უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“რეგიონულმა ადმინისტრაციებმა კონკრეტული დავალება მიიღეს – რაც შეიძლება სწრაფად გამოყონ ტერიტორია მიწა, იმისათვის, რომ დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდეს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს დროებითი საცხოვრებლებია. მას შემდეგ, რაც მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ჩვენი სახელმწიფოს მასშტაბურ აღდგენას. მაგრამ ახლა ხალხს სჭირდება დროებითი სახლი, თავისი სახლი”, – თქვა ზელენსკიმ.