უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვაშინგტონში შეხვედრისას დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ.
მისი განმარტებით, ბაიდენი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერს.
„მე პირდაპირ ვკითხე პრეზიდენტ ბაიდენს ნატოზე, ნატოში უკრაინის გაწევრიანებასა და იმაზე, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს. მან მითხრა: „მე ვფიქრობ, თქვენ ნატოში უნდა იყოთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის”,– განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე შეფასებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიცია და რიტორიკა მისთვის ცნობილი ვაშინგტონში ვიზიტამდეც იყო.
უკრაინისა და ამერიკის ლიდერები ერთმანეთს პირველ სექტემბერს, თეთრ სახლში შეხვდნენ.