ზელენსკის ვიზიტის შემდეგ ხარკოვის ერთი ნაწილი დაიბომბა

ხარკოვში ვოლიდიმირ ზელენსკის ჩასვლის შემდეგ ქალაქის ერთი ნაწილი დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

“ხარკოვის დაბომბვა არ წყდება. დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთი ნაწილის დაბომბვა“,– თქვა მან უკრაინული მედიის ცნობით.

მისივე ცნობით, ქალაქში მუშაობას აგრძელებს მეტრო, ავტობუსები, ტროლეიბუსები და ტრამვაი.

“მეტრო შეიძლება იყოს თავშესაფარი ღამითაც და დღისითაც”,– აღნიშნა ტერეხოვმა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ეწვია და მათ მედლები გადასცა.