ზელენსკის მოსაკლავად რუსეთმა უკრაინაში “ვაგნერის” ჯგუფი გაგზავნა – დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის მიზნით ოკუპანტები უკრაინაში მორიგ ტერორისტულ დაჯგუფებას აგზავნიან.

მათი ცნობით, ბოევიკების რეგულარულმა ჯგუფებმა ვაგნერმა, რომელიც დაკავშირებულია პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტთან, ევგენი პრიგოჟინთან, დღეს უკრაინაში ჩასვლა დაიწყეს. კრიმინალების მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია.

“ყველა წინა მცდელობა ტერორისტების მარცხითა და ლიკვიდაციით დასრულდა. დაქირავებულთა ძირითადი „სამიზნეებია“ ვოლოდიმირ ზელენსკი, ანდრეი ერმაკი, დენის შმიგალი.

რუსი ოკუპანტები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, აგრძელებენ უკრაინის ხელისუფლების დესტაბილიზაციის მცდელობას, საზოგადოების დემორალიზებას, წინააღმდეგობის მოძრაობის ჩაშლასა და უკრაინის საერთაშორისო თანამშრომლობის შენელებას. ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირების მკვლელობების ორგანიზება ოკუპანტების სტრატეგიის ნაწილია”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე განმარტებით, კრემლის გეგმები კარგად არის ცნობილი უკრაინის არმიის, სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის.

“ჩვენ მზად ვართ, მოვიგერიოთ აგრესორი. არცერთი ტერორისტული თავდასხმა არ იქნება წარმატებული”,– აღნიშნავს უწყება.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვაგნერის” ჯგუფის 400 წევრი ცდილობდა ზელენსკის მოკვლას, თუმცა კიევში ოთხასივე მებრძოლი გაანეიტრალეს.