ფრანგულმა საავტომობილო კომპანია Renault–მ გადაწყვიტა სასწრაფოდ გააჩეროს საკუთარი ქარხანა მოსკოვში.
ოთხშაბათს საღამოს გავრცელებულ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ Renault დაუყოვნებლივ აჩერებს მოსკოვის ქარხანას, ასევე იფიქრებს რა გადაწყვეტილება მიიღოს მის მფლობელობაში არსებულ ავტოვაზის საკონტროლო პაკეტთან დაკავშირებით, რადგან პასუხისმგებლობას გრძნობს იმ 45 ათასი ადამიანის ბედთან დაკავშირებით, ვინც რუსეთის უმსხვილეს ავტომწარმოებელ კონცერნში მუშაობს.
ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში ვიდეოჩართვისას რუსეთში დარჩენილ ფრანგულ კომპანიებს, მათ შორის Renault–ს მოუწოდა რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი მთელ მსოფლიოს მოუწოდა Renault–ს ავტომობილებს ბოიკოტი გამოუცხადონ.